კულტურა
შუა საუკუნეების ნაქალაქარი დედოფლისწყაროში
საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე ნაქალაქარს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

უწყების ინფორმაციით, სამხრეთი ნაწილი ამჟამად აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. მის შესახებ ისტორიული ცნობები არ არსებობს, ამდენად მისი სახელწოდებაც უცნობია. ნაქალაქარი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, რამდენიმე ჰექტარზე გაშლილია და ყველა მხრიდან კლდეებით არის დაცული. მთის ცენტრალურ ქიმზე ციტადელია, რომელიც ქალაქს ორი მხრიდან - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უკავშირდებოდა. ციტადელს გარშემო ერთი მეტრი სისქის გალავანი აქვს. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, შუაში ჩართულია გარეთ განზიდული ოთხკუთხა პედესტალზე მდგარი გეგმით წრიული გოდოლი.

ციტადელში შემორჩენილია ორი ნაგებობა: ეკლესიის ნაშთები და მიწაში ჩადგმული სათავსო ნაგებობა.

| Print |
FaceBook Twitter Google