კულტურა
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში
ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე პირველად საქართველოში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი Blues Wine -Blues Village გაიმართება.

ფესტივალი კულტურის და ეკონომიკის სამინისტროების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. კონცერტები ივნისიდან დაიწყება და სექტემბრამდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ნაკრძალი 13 კონცერტს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ. დაგეგმილია მასტერკლასების მოწყობაც.
| Print |
FaceBook Twitter Google