კულტურა
„კონკურსი ახალგაზრდა მომღერლების აღმოსაჩენად“ გურჯაანში
დღეს მუსიკალური სკოლის დარბაზში ფონდ ,,თამარიანი“-ს მიერ დაარსებული, რიგით მეორე, ,,რეგიონული კონკურსი ახალგაზრდა მომღერლების აღმოსაჩენად“ იმართება.

კონკურსში, გურჯაანელებთან ერთად, საგარეჯოდან, თბილისიდან და გორიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც იღებენ მონაწილეობას.
ერთ-ერთი ორგანიზატორის, ოპერის მომღერალ ბექა გოგინაშვილის თქმით, კონკურსი გურჯაანში უკვე მეორედ იმართება.
„ამის შემდეგ ღონისძიება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. მესამედ მინდა, რომ საქართველოს ყველა კუთხიდან გვყავდეს მონაწილეები. შეიძლება ორ- სამდღიანი მოსმენაც გავაკეთოთ. დღეს დაგეგმილი გვაქვს პირდაპირი ჩართვა ემიგრანტულ საიტებზე, სადაც მათ ექნებათ საშუალება აირჩიონ საკუთარი ფავორიტი და გამოუგზავნონ საჩუქარი. დაჯილდოების დროს ჩაერთვებიან გერმანიაში არსებული საქმელმოქმედო ფონდ „ფესვების“და საქართველოში მისი პარტნიოტნიორი ორგანიზაცია „იურისტთა გილდიის“ წარმომადგენლები. მათ დააწესეს სპეციალური პრიზი. გამარჯვებულს ბაკურიანის ორკაციან საგზურს გადასცემენ. ყველა მონაწილისთვის გვაქვს დიპლომები. ფულადი ჯილდო გადაეცემათ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს- 500, 400 და 300 ლარის ოდენობით. ეს არის ჩვენი ემიგრანტული სითბო, საკუთარი ჯიბიდან გაღებული , ვისაც რისი საშუალება აქვს. როდესაც იქნება ერთობა, მაშინ ვიქნებით ძლიერები.“

ჟიურის წევრები არიან: მუსიკოსი, ფოლკლორისტი და ღონისძიების ერთ - ერთი ორგანიზატორი რუსუდან ჩიტაური, ოპერის მომღერალი ბექა გოგინაშვილი, ტრიო „მაგნოლიას“ წევრი მზია ბეკურაშვილი, პიანისტი ნინა სტეფანიანი, საოპერო მომღერალი მზია დავითაშვილი, ასევე მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორი, ნუგზარ (ვალერიანო) გამგებელი.
| Print |
FaceBook Twitter Google