კულტურა
გურჯაანში "რა? სად? როდის?" დაიწყო
დღეს გურჯაანის საჯარო ბიბლიოთეკაში ინტელექტუალური თამაშის, "რა? სად? როდის?" საშემოდგომო სეზონი დაიწყო.

რედაქტორის და წამყვანის პაატა ჩახვაშვილის თქმით, თამაშში ოცი საჯარო სკოლის გუნდი იღებს მონაწილეობას
„თამაშები ოთხტურად ჩატარდება. ფინალი 24 ნოემბერს გაიმართება. იქ ის ხუთი საუკეთესო გუნდი გადავა, რომლებიც მეტ ჯამურ ქულას დააგროვებენ. გამოვლინდება ერთი გამარჯვებული გუნდი, ასევე საუკეთესო მოაზროვნე და გუნდის სიმპათია. გამარჯვებულ გუნდს სიმბოლურად გადაეცემა ბროლის ბუ. იქნება პრიზები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები. “
ინტელექტუალური თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
| Print |
FaceBook Twitter Google