კულტურა
ბოდბისხევის ყველაწმინდის ტაძარს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ყველაწმინდას (ღვთისმშობლის) მიძინების ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროცესი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის ეგიდით განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად კრამიტის გადახურვა გადაეწყო კირის ხსნარზე, დაახლ. 50% ახალი კრამიტის დამატებით. მოხდა სამრეკლო-ფანჩატურის კეხის აღდგენა და დამონტაჟდა ლითონის ჯვარი. ტაძრის გარე პერიმეტრზე მოეწყო 1,5მ-ის სიგანის ქვაფენილის გარშემოსავლელი. საპირე ქვებს შორის გამოსუფთავდა გამოქარული ადგილები და ამოილესა კირის ხსნარით.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბოდბე / ტაძარი /