კულტურა
კოტე აფხაზის სასახლის აღდგენა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული არ არის [Video]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
გენერლისა და საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის სასახლე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარეობს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების უნიკალური ძეგლი, ფაქტობრივად, განადგურებულია.
არადა, მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა, რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა კი, დღემდე ვერ გამოინახა.

უკვე წლებია, შენობას ძარცვავენ, ნახევრადდანგრეული სასახლიდან ქართულ აგურს და სხვადასხვა სამშენებლო მასალებს იპარავენ.

-„კოტე აფხაზის სასახლის გეგმა ჯერ კიდევ იკითხება, ქვედა სართული შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. აფხაზთა საგვარეულო წარმოშობით აფხაზეთიდან იყო, მოგვიანებით წამოსულან და კარდენახში დასახლებულან, შემდეგ ვენახები გაუშენებიათ და ეს სასახლე აუგიათ. შენობა ერთ დროს გრაფ შერემეტიევს ეკუთვნოდა, მას აფხაზებისგან შეუძენია და უფრო გაუფართოებია. აფხაზებმა მოახერხეს და დაიბრუნეს ეს სასახლე, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების დროს ქონება ისევ ჩამოერთვათ. აქ გახსნილი იყო რვაწლიანი სკოლა და 90 -იან წლებამდე ფუნქციონირებდა. სკოლამ რომ არსებობა შეწყვიტა, ობიექტს დარაჯი აღარ ჰყავდა. აფხაზების შთამომავალმა ნიკო აფხაზმა მოისურვა მისი აღდგენა და პატრონობა. 2005 წელს მას გურჯაანის სასამართლომ აღნიშნული ქონება საკუთრებაში დაუკანონა. მოსახლეობა წლების განმავლობაში ძარცვავდა სასახლეს და იქიდან აგური მიჰქონდა. ამ ადგილას ადრე ორი ეკლესიაც ყოფილა, ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის სახელობის, რომელიც კომუნისტების დროს დაუნგრევიათ. სასახლის პირვანდელი სახით აღდგენა რთულიც არის და დიდ თანხებთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ძალიან ლამაზ ადგიალს მდებარეობს, ადრე აქ შერემეტიევს ლამაზი ბაღიც ჰქონია მოწყობილი აუზით.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა. შერემტიევის ბაღიდან დღესაც არის შემორჩენილი უნიკალური  ბზის ბუჩქები და მრავალწლიანი წიწვოვანი ნარგავები. 

1913 წელს კოტე აფხაზის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო კახეთის რკინიგზის მშენებლობა. 1917-1918 წლებში ის თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე გახლდათ. ივანე ჯავახიშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად, წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1917 წლის სექტემბერში აქტიური მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.

იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მივმართეთ:
-„სამწუხაროდ, უახლოესი წლების პერსპექტივაში აღნიშნული სასახლე სახელმწიფოს პრიორიტეტულ ძეგლებს შორის ვერ მოხვდება. სარეაბილიტაციოდ განსაზღვრული ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა გაწერილია გაცილებით უფრო პრიორიტეტულ ძეგლებზე, მათ შორისაა საკულტო, საპორტიფიკაციო და არქეოლოგიური. სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ სასახლის სარეაბილიტაციოდ გამონახოს სათანადო ინვესტორი და შეთანხმების საფუძველზე მოახდინოს მასთან ხელშეკრულების გაფორმება. კოტე აფხაზის სახლს დღემდე კერძო მესაკუთრე ჰყავს. თანაბარწილად ისიც ვალდებულია ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე იზრუნოს. ამავდროულად, კანონის მიხედვით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება, გამონახონ მცირედი ფინანსური საშუალება, რათა ძეგლის გაუარესების პროცესი მინიმუმ შეაჩერონ მაინც. ქვეყანაში არსებობს უფრო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ის ფინასური რესურსი, რასაც სახელმწიფო ძეგლების აღსადგენად გამოყოფს, შეზღუდულია. ბიუჯეტი ყველას ერთად, ცხადია, არ ეყოფა. მიუხედავად იმისა, რომ წელს უპრეცედენტოდ დიდი საბიუჯეტო რესურსი გაგვაჩნია, კოტე აფხაზის ძეგლის შემთხვევაში, ჯერჯერობით პრიორიტეტი ვერ განისაზღვრა.“- განაცხადა speqtri.ge-სთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოეაბასთან ურთერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.

კოტე აფხაზის სასახლის განადგურების პროცესის შესაჩერებლად თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.  როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობა ძეგლის მოვლა-პატრონობაზე მესაკუთრესთან კოორდინაციის გარეშე ვერ იზრუნებს.

-"იქიდან გამომდინარე, რომ კოტე აფხაზის სასახლე კერძო საკუთრებაშია, მუნიციპალიტეტი ამ საკითხში თვითნებურად ვერ ჩაერევა. ეს ყველაფერი ერთობლივი კოორდინაციით უნდა მოხდეს, რასაც  დრო სჭირდება. უნდა შევხვდეთ მფლობელს და განვიხილოთ, რა უშლის ხელს სასახლის აღდგენაში. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მუნიციპალიტეტს უფლება, რაღაც ზომები მიიღოს.  თუ მესაკუთრეს სურვილი აქვს, რომ მუნიციპალიტეტს გადასცეს სასახლე, ამ შემთხვევაში უკვე თვითმმართველობა უფრო მეტად უფლებამოსილი გახდება და შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რა სამომავლო განვითარება ექნება ძეგლს." 

ადგილობრივები პირად საუბარში ამბობენ, რომ სასახლის მესაკუთრე ნიკო აფხაზი ტერიტორიის გაყიდვას გეგმავს. ჩვენ შევეცადეთ მისი კომენტარის ჩაწერას აღნიშნულ თემაზე, თუმცა კოორდინატები არც ადგილობრივ თვითმმართველობას და  არც ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს აღმოაჩნდა. 

speqtri.ge ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს და მეპატრონის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის ისტორიულ მუზეუმს რეაბილიტაციის შემდეგ დამთვალიერებლების
გაცილებით დიდი ნაკადი სტუმრობს.
თელავის ისტორიულ მუზეუმს რეაბილიტაციის შემდეგ დამთვალიერებლების გაცილებით დიდი ნაკადი სტუმრობს.
17:33 / 29.01.2019
დღეს გურჯაანის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა
გაიმართა.
დღეს გურჯაანის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
14:39 / 24.12.2018
Sotheby's-ის აუქციონზე ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის
ნახატი „ქალი ლეჩაქით 2 მლნ 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
Sotheby's-ის აუქციონზე ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქალი ლეჩაქით 2 მლნ 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
17:39 / 27.11.2018
დღეს გურჯაანის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში ოც წარმატებულ
სტუდენტს სიგელები და დიპლომები გადასცეს.
დღეს გურჯაანის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში ოც წარმატებულ სტუდენტს სიგელები და დიპლომები გადასცეს.
17:07 / 27.11.2018
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო გეგმის შემუშავება
იწყება.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო გეგმის შემუშავება იწყება.
13:23 / 14.11.2018
სხვა ამბები
23 ივნისს თბილისში გამართულ კიკბოქსინგის ზღვის თასის ტურნირზე თელავის კიკბოქსიორთა კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
15:35 / 24-06-2019
21 ივნისს, ფრანგული სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონმა გასვლითი ვიზიტის მეშვეობით განახორციელა C ჰეპატიტის სკრინინგი. ვიზიტის ფარგლებში Socar Georgia გაზი-კახეთის ოფისის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ C ჰეპატიტის უფასო ტესტირება.
23:31 / 21-06-2019
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. ამისათვის საჭიროა აპლიკანტი რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შედის. 
15:08 / 20-06-2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
15:02 / 19-06-2019
წინანდალში სასტუმრო „რედისონ კოლექშენში“ თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE -ს მხარდაჭერით, რეგიონალური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები. მონაწილეებს ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს.
17:45 / 16-06-2019
შაბათს, 15 ივნისს, ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა მარდალეიშვილის, მედიკლაბ ჯორჯიას და ხეჩინაშვილის სამედიცინო ცენტრის წამყვან სპეციალისტთა გუნდი
15:22 / 13-06-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.