კულტურა
ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ყვარელში ილია ჭავჭავაძის საგვარეულო კოშკის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების III ეტაპი დასრულდა.

სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და დაფინანსებით მიმდინარეობდა.
მოეწყო სახურავის მოფიცვრაზე რუბეროიდის საიზოლაციო ფენა, მოიჭიმა 2სმ სისქეზე ქვიშის დრენაჟი და 4სმ სისქეზე ქვიშ-ცემენტი, მოხდა ქვიშ-ცემენტის მოჭიმვის ბიტუმით პრაიმერიზაცია და შემდგომ 2 ფენა „ლინოკრომით“ ჰიდროიზოლაცია,მოხდა ხის მასალის ანტისეპტირება. სამუშაოებს შ.პ.ს. „ბურკიტექი“ ასრულებდა.


| Print |
FaceBook Twitter Google