კულტურა
ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა.

მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, ტაძარი მეექვსე -მეშვიდე საუკუნეებით თარიღდება.
„ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა, რომელიც მეშვიდე მერვე საუკუნით თარიღდება. ძეგლე ძალიან იყო დაზიანებული. ჩაქცეული იყო მთავარი ეკლესიის სახურავი, ხოლო გვერდით ეკლესიები ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი. არქიტექტორ ნოდარ მინდორაშვილის პროექტით განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღდგენის შემდეგ ძეგლს თავისი პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა.“

მისივე თქმით, ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. მისი აღდგენა კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანადგომითა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

| Print |
FaceBook Twitter Google