კულტურა
დავით გარეჯის საკონსერვაციო გეგმის შემუშავება იწყება
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკონსერვაციო გეგმის შემუშავება იწყება.


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამონასტრო კომპელექსი ევროპა ნოსტრას პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის 2018 წლის ნუსხაში შევიდა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მისი დაცვისთვის ზრუნვა.
სააგენტო ევროპის დარგობრივ და ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობის საფუძვლიან შეფასებას და მისი გადარჩენის სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას აპირებს.

დავით გარეჯი როგორც გამორჩეული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების ძეგლი ევროპული ორგანიზაციების მიერ მის წინაშე მდგარი დაზიანებების გარდაუვალი საფრთხის საფძველზე შეირჩა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები დავით გარეჯი /