კულტურა
წარმატებული სტუდენტები დიპლომებით დააჯილდოეს
დღეს გურჯაანის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში ოც წარმატებულ სტუდენტს სიგელები და დიპლომები გადასცეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კულტურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის მაია ბეროშვილის განცხადებით, სტუდენტების შერჩევა ეროვნულ გამოცდაზე სამ ძირითად საგანში მიღებული ქულის მიხედვით მოხდა.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიამ შეარჩია ოცი საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც უმაღლესი შეფასება ჰქონდათ. მათ სიგელები და ხუთასლარიანი ფულადი ჯილდო გადავეცით. ასევე, დავაჯილდოეთ 63 წარმატებული მოსწავლე, რომელთაც განათლების სამინისტრომ ლეპტოპები გადასცა. ეს პროცედურა ყოველ წელს ხორციელდება და ამისთვის ბიუჯეტში განსაზღვრული თანხაა გამოყოფილი.“

შაკო ქიტესაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე მაღლი ქულები დააგროვა.
„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი ღონისძიების განხორციელებისთვის. ეს დიდ მოტივაციას მაძლევს. “-აღნიშნა მან.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ასეთი ღონისძიებები, წარმატებული ახალგაზრდების წახალისების მიზნით, მომავალშიც განხორციელდება.
„მინდა ხაზი გაუსვა,რომ მერია ყოველთვის მხარს უჭერდა უნიჭიერეს ახალგაზრდებს. გურჯაანი ყოველთვის გამოირჩეოდა წარჩინებული მოსწავლეებით. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი ახალგაზრდების დაჯილდოებას. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბავშვებს და წარმატებები ვუსურვო. “

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილიც ესწრებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google