კულტურა
ფიროსმანის ნახატი 2 მლნ 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
Sotheby's-ის აუქციონზე ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქალი ლეჩაქით 2 მლნ 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.

აუქციონის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ნახატის საწყისი ფასი 500 000-დან 700 000-მდე გირვანქა სტერლინგი იყო.
აღსანიშნავია, რომ ნახატი აუქციონის რუსულ სექციაში იყო განთავსებული, თუმცა მითითებული იყო, რომ ფიროსმანი ქართველი მხატვარია. აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსულ სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ ცალკე ქართული სექცია არ აქვთ.

| Print |
FaceBook Twitter Google