კულტურა
გურჯაანი საფესტივალო ქალაქად ყალიბდება
ოქტომბერი გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ფესტივალებით დახუნძლული თვე იყო. 12 ოქტომბერს, გურჯაანმა ღვინის ფესტივალს უკვე მესამედ და ბევრად მასშტაბურად უმასპინძლა. ფესტივალს 200 -ზე მეტი მონაწილე ჰყავდა საქართველოს ყველა კუთხიდან. აქ წარმოდგენილი იყო გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური სასმელები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი მესამე წელია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და პატრონაჟით იმართება.

არანაკლებ მასშტაბური იყო 26 ოქტომბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, გურჯაანის ახტალის პარკში გამართული ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი.

ფესტივალების მნიშვნელობაზე და მასშტაბებზე სასაუბროდ, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ დავით სონღულაშვილს მივმართეთ:

- ბატონო დავით, გურჯაანის ღვინის ფესტივალით დავიწყოთ, რამდენად კმაყოფილი ხართ წლევანდელი ფესტივალით, რამდენად გამართლდა თქვენი და სტუმრების მოლოდინები?

- ეს იყო ნამდვილი სახალხო დღესასწაული გურჯაანში. გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 3 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, უკვე ტრადიციად ვაქციეთ და წელს ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა, 200 - ზე მეტი მონაწილე და 20 000 -ზე მეტი სტუმარი გვყავდა როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. ეს ნიშნავს რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი საინტერესოა არამარტო მეღვინეებისთვისთვის, არამედ უცხოელი თუ შიდა ტურისტებისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საოჯახო მარნების აქტიურობა წლევანდელ ფესტივალზე, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება გურჯაანის მუნიციპალიტეტში. 3 წლის წინ, პირველ ღვინის ფესტივალზე 30 - მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, გასულ წელს ეს რიცხვი გაორმაგდა, წელს კი უკვე 250-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სწორედ ეს უსვამს ხაზს პროექტის და ფესტივალის მნიშვნელობასა და მასშტაბურობას. წლევანდელი ღვინის ფესტივალი განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ სპონსორის "საქართველოს ბანკი ბიზნესი"-ს გათამაშების შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული "ვაჩნაძიანის ველი", შვედეთში გამართულ ღვინის დღეებზე გაემგზავრება.

- ბატონო დავით, როგორც ვიცით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის მონაწილეები ასევე ჩაერთნენ ყველისა და კულინარიის ფესტივალშიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ გურჯაანში გაიმართა. ამ ფესტივალებში მხოლოდ ადგილობრივი მეღვინეები და მეწარმეები მონაწილეობდნენ?

- სწორედ ესაა მთავარი, რომ ჩვენს ფესტივალებზე წარმოდგენილნი იყვნენ მეღვინეები და მეწარმეები, არამარტო გურჯაანიდან და კახეთის რეგიონიდან, არამედ ბაღდათიდან, ცაგერიდან, შიდა ქართლიდან და მთელი საქართველოდან. როდესაც ვსაუბრობდი დიდ მასშტაბებზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამას ვგულისხმობდი. ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალზე 70-ზე მეტი სახეობის ყველი იყო წარმოდგენილი, მათ შორის იმერეთიდან, თუშეთიდან და კახეთიდან. განსაკუთრებით საამაყოა რომ ყველისა და კულინარიის ფესტივალზე Bocuse d’Or-ის ფინალისტების შოუ გაიმართა, რომლის გამარჯვებულს - გაბრიელ წიკლაურს სიმბოლური ჯილდო - “ოქროს ნაოჭი” გადაეცა. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ ფინალურ ტურში.

- როგორც ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის ეს ფესტივალები და ზოგადად მსგავსი ტიპის ღონისძიებები?

-ზოგადად რეგიონებისთვის მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ღვინის ფესტივალის მასშტაბები და მისდამი ყოველწლიურად მზარდი ინტერესი სწორედ ამას ადასტურებს. ეს ფესტივალი განსაკუთრებულია ჩვენთვის, როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტისთვის, რომელიც ნამდვილად დამსახურებულად იკავებს ამ ნიშას. ის რომ გურჯაანში არის ყველაზე მეტი ადგილწარმოშობის ღვინო, ყველაზე მეტი სავენახე ფართობი, ყველაზე მეტი საოჯახო მარანი და კიდევ უამრავი არგუმენტი, რაც ადასტურებს რომ გურჯაანი ნამდვილად არის მეღვინეობის ქალაქი. გარდა ამისა, წლევანდელი მასშტაბური ღონისძიებებით გურჯაანი იქცა საფესტივალო ქალაქად. მომავალშიც ამ მიმართულებით ვიგეგმებით, ჩვენი ფესტივალების რიგს, ღვინისა და ხილის ფესტივალებს, დაემატა კულინარიის ფესტივალი და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. ეს ფესტივალიც არის ერთ-ერთი წამახალისებელი კომპონენტი იმ აქტივოვების, რაც ამ მიმართულებით გვაქვს.

-თავდაპირველად როდესაც ღვინის ფესტივალის ჩატარების იდეა გაჩნდა, რა იყო მისი ძირითადი მიზანი?

-ფესტივალის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცალსახად იყო მუნიციპალიტეტის პოპულარიზაცია. ასევე ის, რომ მეღვინეებისთვის შექმნილიყო საინტერესო პლატფორმა, სადაც შეძლებდნენ წარმოედგინათ თავისი ღვინოები და გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ფუნქცია ნამდვილად შეიძინა გურჯაანის ღვინის ფესტივალმა, თუ გავიტვალისწიბნებთ მონაწილე მეღვინეების რაოდენობას. ასევე, მნიშვნელოვანია სტუმრების ინტერესი, რომლებიც ჩამოდიან ფესტივალზე. მათი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი სწორედ ის არის რომ გაეცნონ იმ ახალ ღვინოებს, რომელიც ყოველწლიურად ემატება.

-სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- მომავალი წლისთვის მზადება შეიძლება ითქვას რომ უკვე დავიწყეთ. გეტყვით იმას, რომ მომავალ წელს, გურჯაანელების სურვილისამებრ, შეიცვლება ღვინის ფესტივალის კონცეფცია და ის აღარ იქნება ერთდღიანი, რაც შეეხება კულინარიის ფესტივალს, კიდევ უფრო მასშტაბური იქნება, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

-დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ!

-მადლობა თქვენ. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალურ სპონსორს "M2 უძრავი ქონება"-ს, სპონსორს "საქართველოს ბანკი ბიზნესი" და მუდმივ მხარდამჭერებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.

[R]

იხილეთ ამავე თემაზე:
ასეულობით ლაივ-ვიდეო - ორიგინალური მოწვევა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე [Video]
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს

| Print |
FaceBook Twitter Google