კულტურა
კულტურის სახლის წინ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, კულტურის ცენტრმა მოახდინა თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სკვერის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. დაირგა ყვავილები, დაიგო მწვანე საფარი და დამონტაჟდა სარწყავი სისტემა. სამუშაოები კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა შეასრულეს. თახნა, 6000 ლარი, გახარჯულია ჩვენივე ბიუჯეტიდან.“

რაც შეეხება სკვერის მოვლა-პატრონობას და მწვანე საფარის შენარჩუნებას, ვალერი შოშიაშვილი იმედოვნებს, რომ გურჯაანელები გაუფრთხილდებიან, თუმცა, გათვალისწინებულია სხვა დამცავი მექანიზმიც. მისი თქმით, კულტურის ცენტრის შენობის წინა პერიმეტრზე დამონტაჟდა სამეთვალყურეო კამერები.
| Print |
FaceBook Twitter Google