კულტურა
პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა მორიგი კრებული გამოსცა
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.

-" ამ ეტაპზე გასაგები მიზეზების გამო იგეგმება წიგნის ონლაინპრეზენტაცია. ეს ჩემი რიგით მეთოთხმეტე კრებულია. შარშან გამოვეცი პოეზიის პირველი ტომი საერთო სათაურით "სიყვარულის გზა, რომელშიც 1200-მდე ლექსია თავმოყრილი "- აღნიშნა ჩვენთან საუბარში პოეტმა.


ცნობისთვის,  რომან ზუკაკიშვილს მინიჭებული აქვს გიორგი ლეონიძისა და ანა კალანდაძის სახელობის ლიტერატურული პრემიები, არის სამეცნიერო აკადემია "ფაზისის" აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და აქვს საპატიო "გარეჯელის" წოდება. იგი არის საქართველოს მწერალთა კავშირისა და რუსთაველის საზოგადოების წევრი. მის ლექსებზე შექმნილია მრავალი სიმღერა, რომელთაც  ქართული ესტრადის ვარსკვლავები ასრულებენ.


| Print |
FaceBook Twitter Google