კულტურა
მიხარია, ჩემი დეკორაციები სხვების ეზოებსაც რომ ამშვენებს - ფილოლოგის ახალი გატაცება
კრეატიული ნივთების, სამკაულებისა და სხვა ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა ბავშვობიდან იტაცებდა. როდესაც სტუდენტი გახდა, გატაცება დროის სიმცირის გამო ცოტა ხნით დაივიწყა.




ნინი ზაკალაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობს. პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგია. ბავშვობიდან ხატავს, ორი თვე არც არის, რაც ეზოს დეკორაციების კეთებამ გაიტაცა. სოციალურ ქსელში შექმნა გვერდი my art and decoration და ნამუშევრებიც გაასაჯაროვა. მისი ნაკეთობებით მალე ბევრი ადამიანი დაინტერესდა და შეკვეთების მიღებაც დაიწყო.


ჭიამაიები, სოკოები, ათასფერად მოხატული ჩაიდნები, ყვავილის ქოთნები თუ დოქები - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რასაც ნინი თავისი ფანტაზიით ქმნის.

როგორც ამბობს, ხელოვნება მისთვის სიამოვნების მიღებისა და ყველაფერ უარყოფითისაგან განმუხტვის საუკეთესო გზაა, რადგან დადებითი ემოციები მოაქვს.



-„ჩვენი სახლის ეზო მრავალფეროვანი ყვავილებით გამოირჩევა. გადავწყვიტე, გამეხალისებინა ისინი და ჯერ ძველი საყვავილეების მოხატვა დავიწყე, შემდეგ თვითონ დავამზადე და ეზოს დეკორაციებიც შევქმენი, რამაც ძალიან გამიტაცა. ძირითადად ცემენტითა და წებოცემენტით ვმუშაობ, უკვე ჩამოსხმული ნივთების მოსაპირკეთებლად კი სხვა საშუალებებს ვიყენებ,“ - გვიყვება ნინი.



მისი საქმიანობის ყველაზე დიდი გულშემატკივარი პატარა თემუკაა, რომელსაც სურს დედას დაეხმაროს და ახალი ნამუშევრების შექმნაში მონაწილეობა მიიღოს.
-„ხედავს, როგორ ვაკეთებს ახალ ნივთებს და ცდილობს, დამეხმაროს. ძირითადად კი, მაინც ღამით მიწევს მუშაობა, როცა საოჯახო საქმეს ვამთავრებ და ჩემი პატარაც იძინებს“.

თავდაპირველად, შემოსავლის მიღებაზე, არც უფიქრია, რადგან ყველაფერს ძირითადად თავისი ეზოსთვის ქმნიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ნამუშევრებისადმი ინტერესი გაჩნდა, გადაწყვეტილებაც შეცვალა.



-„ძირითადად ჩემი ეზოს გალამაზებაზე ვზრუნავდი, სანამ არ დამიკავშირდა რამდენიმე ჩემთვის უცნობი ადამიანი და ყიდვა არ შემომთავაზა. მაშინ გადავწყვიტე მემუშავა შეკვეთებზე. სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი my art and decoration ძალიან სწრაფად მოიწონა ბევრმა ადამიანმა. მაქვს შეკვეთები როგორც ჩვენი კუთხიდან, ასევე თბილისიდან და დასავლეთ საქართველოდანაც. ძალიან საამაყო და სასიხარულოა, როცა ჩემი შექმნილი ნივთები სხვების ეზოებსაც ამშვენებს.“



ამბობს, რომ ეს საქმიანობა შრომატევადია, თუმცა სასიამოვნო. თითოეულ დეკორაციას მინიმუმ 2-3 დღეს მაინც ანდომებს.
-„ბევრჯერ დამემტვრა უკვე ჩამოსხმული ნივთი, ბევრჯერ ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო და თავიდან მომიწია მუშაობა. ერთხელ გასაგზავნად გამზადებული ჭიამაიები მეექვსე სართულის აივნიდან გადამიცვივდა, მაგრამ რას ვიზამთ, წვალების გარეშე არაფერი გამოდის. ჩემი პროფესიის გარდა, ბევრი ჰობი და მისწრაფება მაქვს. საოცარი გრძნობაა, როცა ამას სხვებიც ამჩნევენ, მოსწონთ და აფასებენ.“


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროექტი ,,თელავური
შემოდგომა,, დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ყოველ შაბათს და კვირას
თელავის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის აქტივობა მოეწყობა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროექტი ,,თელავური შემოდგომა,, დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ყოველ შაბათს და კვირას თელავის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის აქტივობა მოეწყობა.
11:52 / 07.09.2020
ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარს, ინიციალებიც GE GE - ბავშვობას
უკავშირდება. სხვადასხვა მიმართულებით უამრავი რამ ეხერხება, თუმცა,
ბოლო პერიოდში ჩანთების ქსოვამ გაიტაცა და დატვირთული დღის ბოლოს დიდი
განტვირთვის საშუალება მისცა.
ხელსაქმე ბავშვობიდან უყვარს, ინიციალებიც GE GE - ბავშვობას უკავშირდება. სხვადასხვა მიმართულებით უამრავი რამ ეხერხება, თუმცა, ბოლო პერიოდში ჩანთების ქსოვამ გაიტაცა და დატვირთული დღის ბოლოს დიდი განტვირთვის საშუალება მისცა.
18:35 / 04.09.2020
4 და 5 სექტემბერს სიღნაღი ზაფხულის ღამის ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.
4 და 5 სექტემბერს სიღნაღი ზაფხულის ღამის ჯაზფესტივალს უმასპინძლებს.
18:39 / 28.08.2020
speqtri.ge-მ მეგაპროექტ „დიდი სცენის“ გამარჯვებულ, ლევან
ყანდიაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. რაზე ოცნებობდა ბავშვობაში,
როგორ მოხვდა პროექტში, რას ფიქრობს გიორგი ცაგარელის კრიტიკაზე და რა
გეგმები აქვს სამომავლოდ?- ამის შესახებ ინტერვიუდან
შეიტყობთ.
speqtri.ge-მ მეგაპროექტ „დიდი სცენის“ გამარჯვებულ, ლევან ყანდიაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. რაზე ოცნებობდა ბავშვობაში, როგორ მოხვდა პროექტში, რას ფიქრობს გიორგი ცაგარელის კრიტიკაზე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ?- ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
16:39 / 28.08.2020
სამართალი
რამდენიმე წუთის წინ ნონეშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
12:32 / 16-09-2020
თელავიდან დღეს დილას გაუჩინარებული 13 და 14 წლის დები პოლიციამ იპოვა.  შსს-ს ინფორმაციით,  ორივე მათგანი თელავი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობდა.
15:45 / 08-09-2020
თელავში ორ არასრულწლოვანს ეძებენ.  13 და 14 წლის დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები, რომლებიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ, ბებიასთან თელავში წავიდნენ.
15:12 / 08-09-2020
ეკონომიკა
ქალაქ თელავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დასრულდება.
13:38 / 15-09-2020
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარე ციხესთან მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მერიამ ტენდერი მილიონ 402 490 ლარზე უკვე გამოაცხადა.
11:49 / 08-09-2020
სხვა ამბები
თეთრეულის გაუთოვება ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი რუტინაა დიასახლისებისთვის. ჩვენ გასწავლით რამდენიმე ხრიკს, რაც ამ პროცესს გაგიადვილებთ.
12:31 / 19-09-2020
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.
11:32 / 17-09-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოცდახუთ საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი მინდიაშვილის განმარტებით, ყველა საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა.
11:46 / 15-09-2020
ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდობა უნდა დავუბრუნოთ მთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დუშეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.
19:46 / 12-09-2020
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის გამოსვლა დუშეთში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენაზე
19:01 / 12-09-2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ კობის წყლის საწარმო „აქვა გეო“ დაათვალიერეს.
18:40 / 12-09-2020
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
16:05 / 17-09-2020
ტესტი
20 ივნისს "საქართველოს ხმად" აღიარებული ჰამლეტ გონაშვილის დაბადების დღეა.  სახალხო მოლექსე და  ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული მომღერალი 1928 წელს სიღნაღის რაიონში დაიბადა.
10:49 / 20-06-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8057
USD
USD
1
3.2140
GBP
GBP
1
4.1711
TRY
TRY
1
0.4249
RUB
RUB
100
4.2817
ამინდი
გურჯაანი 13 / 30 °C
img
საგარეჯო 13 / 24 °C
img
დ.წყარო 13 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 31 °C
img
ლაგოდეხი 13 / 27 °C
img
ყვარელი 13 / 30 °C
img
თელავი 14 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.