კულტურა
ბარბარა სამხარაძემ შესაძლოა მონაწილეობა ბრიტანულ ნიჭიერშიც მიიღოს
ქართული “ნიჭიერის” გამარჯვებული მომღერალი ბარბარა სამხარაძე შესაძლოა ბრიტანულ „ნჭიერში“ იხილოთ. მან უკვე გადალახა შერჩევითი ეტაპი და მორიგი წარმატების მოლოდინშია.

„ნიჭიერის'' ყოფილმა მონაწილემ დაწერა სოციალურ ქსელში, რომ ღებულობდა მონაწილეობას ბრიტანეთის ნიჭიერში. მივულოცე და მეც ვთხოვე მოეყოლა რა გააკეთა ამისთვის. ჩამიგდო ბმული და დავრეგისტრირდი. 4 ვიდეო გავაგზავნე. პასუხი არ ვიცოდი რა იქნებოდა. მოლოდინს გადააჭარბა და მომივიდა შეტყობინება რომ მეტი უნდოდათ ჩემზე გაეგოთ და ახლა ბიოგრაფიის ატვირთვა მოითხოვეს. პირველი ეტაპი გადალახულია, ახლა მთავარია ჩემი ცხოვრება ისე გადმოვცე რომ დავაინტერესო. მოლოდინი დიდად არ მაქვს, მაგრამ ის რომ საქართველოს ,, ნიჭიერის'' გამარჯვებული ვარ დიდ ქულებს მიწერს. თანაც, ბრიტანული ნიჭიერის გვერდზე ჩემი ვიდეოცაა ატვირთული და ვფიქრობ რაღაც შანსები მაქვს მსოფლიო სცენიდან გავაგონო ხალხს ჩემი ხმა.ეს არ იქნება რომელიმე პატარა ქვეყნის ჟიური, რომელთა შესახებაც მონაწილემაც ბევრი არაფერი იცის, მგონი საიმონ კოუელის ნახვაზე ძალიან ბევრი ადამიანი ოცნებობს, ესაა ადამიანი ვინც ,,ნიჭიერი'' დააარსა. დარწმუნებული ვარ, ვინმე კარგი პროდიუსერი ჩემს შესაძლებლობებს შეამჩნევს, “- აღნიშნა ბარბარამ speqtri.ge-სთან.

თუ ბარბარა წარმატებით გადალახავს შემდეგ ეტაპსაც, ის იქნება პირველი ქართველი, რომელიც საქართველოს ბრიტანულ სცენაზე წარმოაჩენს.

| Print |
FaceBook Twitter Google