კულტურა
ჰერეთში ქართული ისტორიული სამარხი არ აღმოუჩენიათ - საგარეო საქმეთა სამინისტრო
რამდენიმე დღეა, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ისტორიულ ჰერეთში, ზაქათალის რაიონში აღმოჩენის შესახებ. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მიწის დამუშავების დროს სამარხს მიაკვლიეს, სადაც დიდი ოდენობით ოქრო, ფაეტონი, სამკაულები და იარაღი იპოვეს.
გამოითქვა ვარაუდი, რომ სამარხი შესაძლოა თამარ მეფეს ეკუთვნოდეს.  

აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავამოწმეთ. უწყებაში ამბობენ, რომ ჰერეთის ტერიტოროიაზე ისტორიული სამარხის აღმოჩენა არ დასტურდება.

-"გავრცელებული ინფორმაცია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის აღმოჩენის შესახებ, არ დასტურდება, აღნიშნულის თაობაზე გადამოწმდა რამდენიმე წყარო, მათ შორის ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები - ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე კომუნიკაცია იყო აზერბაიჯანულ მხარესთან, არც ერთმა წყარომ არც ინფორმაცია და არც აღნიშნული ცნობის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულებების არსებობა, არ დაადასტურა,"- განუცხადეს speqtri.ge-ს სამინისტროში.
| Print |
FaceBook Twitter Google