კულტურა
კახი კავსაძის სიცოცხლის გადასარჩენად მასთან ერთად ვიბრძვით - ლევან რატიანი
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
„ბატონი კახი, დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ჩვენს კლინიკაში მკურნალობს. 2-3 თვის წინ მას კორონავირუსი ჰქონდა, რომელიც წარმატებით დაამარცხა და ჩვენი კლინიკიდან გაეწერა. მაგრამ ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გაუმწვავდა გარკვეული პერიოდის შემდეგ და სუნთქვის მწვავე უკმარისობით ისევ ჩვენს კლინიკაში მოხვდა. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მხნედ არის და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლას მასთან ერთად ვაგრძელებთ“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google