კულტურა
როგორია კულტურული ცხოვრება დედოფლისწყაროში პანდემიის პირობებში
1 აპრილიდან თეატრებმა და კულტურის სახლებმა მუშაობა სრული დატვირთვით აღადგინეს. როგორი იყო პანდემიის პერიოდში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება, ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი გვესაუბრება.

ილია მარტყოფლიშვილი: „ანსამბლებმა და შემოქმედებითმა წრეებმა, მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა მუშაობა 15 მარტიდან აღადგინეს. შემდეგ კი კულტურის სახლები და ახალგაზრდული თეატრი „ბერიკონი“ გაიხსნა. ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით და შედარებით ნაკლები მაყურებლით განვაახლეთ მუშაობა, შემცირებულია ღონისძიებების მასშტაბები. თითქმის ერთი წელია ცენტრი და მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სივრცე აღჭურვილია სადეზინფექციო ხსნარებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და პირბადეებით. მუზეუმებშიც ექსკურსიების მიღებისას ვცდილობთ, შედარებით მცირე ჯგუფებად დავყოთ. ტურისტების ჯგუფები ჯერ ისედაც ვერ გვსტუმრობენ.

გასულ წელს, მარტის დასაწყისში საგაზაფხულო ღონისძიებები ქალაქსა და ყველა სოფელში უკვე მზად გვქონდა, როდესაც ქვეყანაში პანდემია გამოცხადდა და მთელი მსოფლიოს მსგავსად ჩვენც ყველაფერი შევაჩერეთ. მართალია, შარშან მთელი წლის განმავლობაში მსხვილი ფესტივალები მთლიანად გაუქმდა, მაგრამ სხვა სამსახურების მსგავსად, უქმად არ ვყოფილვართ. ზაფხულის პერიოდში, როცა ღია სივრცეში შეზღუდული რაოდენობის მაყურებლისთვის ღონისძიებები დაშვებული გახდა, რამდენიმე ღონისძიება შედგა. პარალელურად, ონლაინ ღონისძიებები მიმდინარეობდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

რაც შეეხება ანსამბლებისა და სხვადასხვა შემოქმედებითი წრეების მუშაობას, ყველა იმ სოფელში, სადაც ცალკეულ წრეებზე ბავშვთა რაოდენობა მცირეა, იქ რეკომენდაციების დაცვით სასწავლო პროცესი ზაფხულის განმავლობაში მაინც მიმდინარეობდა. სკოლების დახურვისთანავე ყველა სახის სასწავლო პროცესი ჩვენთანაც შეჩერდა. რისკფაქტორების გამო ე.წ. „ბასტი ბუბუს“ სტუდიისა და ასაკოვანი მამაკაცებით დაკომპლექტებული ანსამბლ „ხორნაბუჯის“ რეპეტიციები 2021 წლის მარტამდე არ განახლებულა.

- როგორ გამოიყენა კულტურის ცენტრმა ერთწლიანი უმოქმედობის პერიოდი?

- შევეცადეთ შეჩერებული პერიოდი აქტიურად გამოგვეყენებინა სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოებისთვის. მაგალითად, წყალმომარაგება მანამდე არ ჰქონდა სოფელ ხორნაბუჯში მდებარე ხალხთა მეგობრობის მუზეუმსა და ზემო ქედის კულტურის სახლს. ამ პერიოდში მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება. დღეს მათ ეზოებში და შენობებში უკვე არის ახალი წყლის სისტემა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ პირველად გამოცხადებული ჩაკეტვის დღიდან ჩვენი თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქველმოქმედო-მოხალისეობრივ საქმიანობაში და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საკვებით უზრუნველყოფისთვის ფიზიკურად შრომობდნენ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მოხალისეს, ამ კეთილშობილი საქციელისთვის. დონორი ორგანიზაციების დახმარებით, სოფელ ხორნაბუჯში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ქველმოქმედებას ახორციელებდნენ ასევე ხალხთა მეგობრობის მუზეუმის ხელმძღვანელი და მათი თანამშრომლები.

წლის დასაწყისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მუსიკალური მეგა-შოუ „ახალი თაობა“, სადაც კახეთის ყველა რაიონიდან წარდგენილი კონკურსანტები პირდაპირ ეთერში იბრძოდნენ. ჩვენი რაიონიდან პროექტში მოსახვედრად ათზე მეტი მონაწილე იბრძოდა, რამდენიმე კონცერტი შედგა დედოფლისწყაროშიც და საბოლოო ჯამში, ორი მათგანი გადავიდა ლაივ კონცერტებზე. ჩვენდა საამაყოდ, ფინალამდე მივედით და ყველაზე პატარა კონკურსანტმა ლუკა ყაჭაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო მათი დაჯილდოების ცერემონია გაჭიანურდა.

ფინალური კონცერტი იანვრის ბოლოს შედგა, თუმცა შემდეგ აკრძალვებმა ხელი შეუშალა და დედოფლისწყაროელი კონკურსანტის მესამე ადგილის პრიზები აგვისტოს თვეში თელავში ჩატარებულ დაჯილდოებაზე გამოცხადდა. სულ რამდენიმე დღის წინ გადასცეს პირველ ადგილზე გასულ საგარეჯოელ კონკურსანტს, ნანიკო სამბელაშვილს კუთვნილი ავტომობილი. ლუკა ყაჭაშვილს კი პარიზში დაუვიწყარი მოგზაურობა ელის და ასევე ტელეკომპანია „იმედზე“ გია ჯაჯანიძის გადაცემა „სხვა რაკურსი“ დაეხმარება მისი სიმღერის პოპულარიზაციაში. ამას გარდა, დედოფლისწყაროს მერი, ბატონი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ლუკა ყაჭაშვილს სიმღერის ჩაწერაში დახმარებას დაპირდა. ასე რომ, თავის მხრივ მუნიციპალიტეტიც დაასაჩუქრებს ლუკას, რომელიც ამ პროექტში ყველაზე გამორჩეული კონკურსანტი იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა.

ამხელა წარმატების შემდეგ, წელს ვგეგმავდით დედოფლისწყაროში ლუკა ყაჭაშვილის კონცერტიც გამართულიყო, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა და იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ ამას და პანდემიას დავამარცხებთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ზაფხულის განმავლობაში ჩავატაროთ ამ წარმატებული და ნიჭიერი ბიჭის სოლო-კონცერტი.

- სხვადასხვა დონორების მხრიდან რამდენად ახერხებთ გრანტების მოზიდვას?

- შარშან ორი საკმაოდ მოცულობითი საგრანტო პროექტის განხორციელება შევძელით, ორივე ევროკავშირის დახმარებით. ერთი შეეხება 9 ძმის ქუჩაზე მდებარე მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზების სივრცის გაზრდას, მეორე კი კულტურის ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვას, აუდიო-ვიდეო აპარატურით უზრუნველყოფას. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ხარისხიანი ვიდეო გადაღებები ვაწარმოოთ. იცით, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის აქტიურად შუქდება როგორც კახეთში მოქმედ რაიონულ ტელეარხებზე, ისე თბილისში რამდენიმე ქართული არხის ეთერში. ამდენად, ჩვენს მიერ გადაღებული ღონისძიებების მაღალი ხარისხით ჩაწერა გაშუქება და დაარქივება მნიშვნელოვანია. ახალი ტექნიკა ბევრად დაგვეხმარება ამაში.

ასევე ცნობილია ისიც, რომ უამრავ არქეოლოგიურ ექსპონატს ინახავს ჩვენი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი, თუმცა საგამოფენო სივრცის და დარბაზების სიმცირის გამო მთელი საგანძურის წარმოჩენა სრულად ვერ ხერხდებოდა და ბევრი მათგანი მხოლოდ საცავში ინახებოდა. წლების მანძილზე ტურისტებისა და დამთვალიერებლების წინაშე ნაწილობრივ იყო წარმოდგენილი დედოფლისწყაროს ისტორია. ამჯერად კი შევძელით დამატებით ორი დიდი დაბრაზი გამოგვეყო. მანამდე ამ სივრცეს საწყობებად ვიყენებდით და ძირითადად ყუთებით დალუქული ექსპონატები იყო არქივში დაცული. გამოვათავისუფლეთ ეს ოთახები, მუზეუმის ხელმძღვანელის, ლალი გურასპაულის თავდადებული და ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, შედგა საგრანტო პროექტი, რომელიც წარვადგინეთ. განაცხადმა დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მოწონება დაიმსახურა და დაფინანსდა.

ოქტომბრის დასაწყისში, ევროპის დღეების ფარგლებში, დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი საგამოფენო დარბაზები გაიხსნა. ცერემონია მუზეუმის 45 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. დამატებითი საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია ევროკავშირისა და დედოფლისწყაროს მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 30 ათასი ლარი დაიხარჯა.

კორონავირუსის გამო გახსნის ცერემონია იმდენად მასშტაბური არ იყო, რადგან დახურულ სივრცეში ვიყავით, მაგრამ ცერემონიაზე ევროკავშირისა და დედოფლისწყაროს ლაგის წარმომადგენლები გვესწრებოდნენ. პანდემიის გამოცხადების შემდეგ მუზეუმებიც ხშირად დაკეტილი იყო, არც ახალი დარბაზების გახსნის შემდეგ გვაქვს საშუალება დამთვალიერებელს ვუმასპინძლოთ, ჯერჯერობით არც ტურისტები ჩანან, თუმცა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებამდე ჩვენ უკეთესად მომზადებას შევძლებთ. ამის იმედს მაძლევს ის, რომ საყოველთაო ჩაკეტილობის პირობებშიც კი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კარი არ დაკეტილა, მისი ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი გურასპაული და თანამშრომლები მუხლჩაუხრელად შრომობდნენ ვითარების გასაუმჯობესებლად. დარბაზების გარდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა მუზეუმის შენობის ფასადს, კეთილმოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე სველი წერტილები.

სამომავლოდ ვგეგმავთ ეთნოგრაფიული ეზო მოეწყოს. საბედნიეროდ, ფართი გვაძლევს საშუალებას, მუზეუმის ეზოს სხვა, გაცილებით საინტერესო დატვირთვა შევძინოთ და შევეცდებით, რომ ეს იდეა სისრულეში დროულად მოვიყვანოთ.

მას შემდეგ, რაც ტურიზმი მთელს მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში ისევ გამოცოცხლდება, არსებულის გარდა, დამატებით ჩვენ უკვე გვექნება ორი მოზრდილი ახალი საგამოფენო დარბაზი თანამედროვე რემონტითა და გათბობა-განათებით უზრუნველყოფილი, სადაც უამრავი საინტერესო არტეფაქტის გამოფენას შევძლებთ.

მოგეხსენებათ, ავადმყოფობის გამო, ცნობილი ქართველი არქეოლოგი, კიაზო ფიცხელაური დედოფლისწყაროში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს, ამდენად, მან გადაწყვიტა წლების მანძილზე მის მიერ აღმოჩენილი და დამუშავებული ტექსტური მასალა, თუ სხვადასხვა გათხრებისას მოპოვებული ექსპონატები, საჩუქრად გადასცეს დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და ვფიქრობთ, რომ ამ ახალ დარბაზებში გამოვფენთ. მისი ეს საჩუქარი საკმაოდ ფასეული და მასშტაბური შენაძენია ჩვენი ფონდისთვის, რადგან თითოეული ნივთი დედოფლისწყაროს ისტორიას ქმნის. მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1975 წლის ოქტომბერში გაიხსნა, იმხანად 900 ექსპონატი იყო დაცული, დღეს კი მათმა რიცხვმა 12 000-ს გადააჭარბა.

- ძეგლთა დაცვის კუთხით რა კეთდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში?

- მინდა გითხრათ ისიც, რომ პანდემიის მიუხედავად გასული წელი გამორჩეული იყო ჩვენი კულტურული ფასეულობების სახელმწიფოს მხრიდან აღიარების კუთხით. წელს ზაფხულში ჩვენს მუნიციპალიტეტში მდებარე ორ ძეგლს აუმაღლდა სტატუსი. საქართველოს მთავრობის სპეციალური დადგენილების მიხედვით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე დიდნაურის ნაქალაქარს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 23 ივლისს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსცა. დადგენილებას ხელს აწერს საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. „კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილება 24 ივლისს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

მარტის თვეში კი დედოფლისწყაროში მდებარე კიდევ ერთ უძველეს ნამოსახლარს „სამრეკლო 1“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს ოზაანის ამაღლების ტაძარიც, რომელსაც უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა.

[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა დედოფლისწყაროს ცენტრალურ
ბიბლიოთეკაში. საბიბლიოთეკო კვირეული სიმბოლურად სწორედ ამ დღეს
გაიხსნა. ასევე აღინიშნა წიგნის ჩუქების დღე.
წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა დედოფლისწყაროს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. საბიბლიოთეკო კვირეული სიმბოლურად სწორედ ამ დღეს გაიხსნა. ასევე აღინიშნა წიგნის ჩუქების დღე.
16:22 / 23.04.2021
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის
შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა
განაცხადა.
კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
11:43 / 24.03.2021
დღეს გურჯაანში, კაფე „ამელიმ“ თვითნასწავლი მხატვრის, ნინო
ბეჟანიშვილის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ნინო
ბეჟანიშვილი რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, ხატვა კი,
პანდემიის დროს, ერთი წლის წინ დაიწყო.
დღეს გურჯაანში, კაფე „ამელიმ“ თვითნასწავლი მხატვრის, ნინო ბეჟანიშვილის პერსონალურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. ნინო ბეჟანიშვილი რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, ხატვა კი, პანდემიის დროს, ერთი წლის წინ დაიწყო.
16:00 / 12.03.2021
რამდენიმე დღეა, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ისტორიულ ჰერეთში,
ზაქათალის რაიონში აღმოჩენის შესახებ. სოციალურ ქსელში წერენ, რომ
მიწის დამუშავების დროს სამარხს მიაკვლიეს, სადაც დიდი ოდენობით ოქრო,
ფაეტონი, სამკაულები და იარაღი იპოვეს.
რამდენიმე დღეა, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, ისტორიულ ჰერეთში, ზაქათალის რაიონში აღმოჩენის შესახებ. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მიწის დამუშავების დროს სამარხს მიაკვლიეს, სადაც დიდი ოდენობით ოქრო, ფაეტონი, სამკაულები და იარაღი იპოვეს.
16:35 / 09.03.2021
სამართალი
ყვარელი-ახალსოფელის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა.
17:04 / 22-04-2021
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ლაგოდეხში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი გარდაიცვალა.
09:49 / 22-04-2021
ლაგოდეხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანი-აფენის გზაზე მოხდა.
10:32 / 21-04-2021
ეკონომიკა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო მაჩხაანში, მეორე და მეცხრე ქუჩების შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
12:45 / 23-04-2021
სამთაწყარო-ფიროსმანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
15:55 / 22-04-2021
სხვა ამბები
სოფელ ხირსაში მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილზე მოინახულა. მოედნის მშენებლობა რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. [R]
16:05 / 23-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა. ფინალში ვეჯინის სკოლის გუნდი ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდს შეხვდა და პირველი ადგილი დაიკავა.
12:08 / 21-04-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასი ონლაინსწავლებაზე გადავიდა.
10:08 / 21-04-2021
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია.
12:20 / 19-04-2021
აპრილიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან, სოციალური მუშაკები იმუშავებენ. ისინი სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.
11:27 / 12-04-2021
ტესტი
1939 წლის 26 მარტს დაიბადა თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი. მისი უამრავი ნაწარმოები შეიყვარა საზოგადოებამ. გთავაზობთ კითხვარს, რომელიც სწორედ გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებას ეხება. უპასუხე კითხვებს და გაიგე, რამდენად კარგად იცნობ მის ნაწამოებებს.
08:59 / 26-03-2021
ანონსი
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
17:36 / 06-05-2021
ვალუტა
EUR
EUR
1
4.1450
USD
USD
1
3.4324
GBP
GBP
1
4.7776
TRY
TRY
1
0.4147
RUB
RUB
100
4.6319
ამინდი
გურჯაანი 8 / 27 °C
img
საგარეჯო 4 / 22 °C
img
დ.წყარო 5 / 22 °C
img
სიღნაღი 8 / 28 °C
img
ლაგოდეხი 9 / 26 °C
img
ყვარელი 8 / 27 °C
img
თელავი 6 / 24 °C
img
ახმეტა 6 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2021 »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.