კულტურა
დედოფლისწყაროში წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა დედოფლისწყაროს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. საბიბლიოთეკო კვირეული სიმბოლურად სწორედ ამ დღეს გაიხსნა. ასევე აღინიშნა წიგნის ჩუქების დღე. ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა რამდენიმე აქტიურ მკითხველს საჩუქრად წიგნები გადასცეს. ასეთივე საჩუქარი მიიღო ბიბლიოთეკამ მკითხველებისგანაც.

დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორმა, ილია მარტყოფლიშვილმა ცენტრალური ბიბლიოთეკის ღვაწლმოსილი თანამშრომლები და საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი, მანანა მაჭარაშვილი მადლობის სიგელით დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებაში საბავშვო ბიბლიოთეკაც მონაწილეობდა, აქტიურმა მოზარდმა მკითხველებმა ლექსები წაიკითხეს.

23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი "იუნესკომ" უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

[R]
| Print |
FaceBook Twitter Google