კულტურა
სიღნაღის მუზეუმი დღეიდან ტაკეჰიდე ჰარადას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს
დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმი იაპონელი მხატვარ-ილუსტრატორის, ფიროსმანოლოგის, ტაკეჰიდე ჰარადას პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ეს გამოფენა მისი შემოქმედების მხოლოდ ერთ, საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილს ასახავს.

დამთვალიერებელს გამოფენაზე დახვდება ნიკო ფიროსმანის შესახებ იაპონურ ენაზე გამოცემული მისივე წიგნის და იაპონურად თარგმნილი ვაჟა-ფშაველას კრებულის ილუსტრაციები.

გამოფენის მთავარი იდეაა ქართულ-იაპონური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და ორი ქვეყნის კულტურის ერთმანეისთვის გაზიარება.

ღონისძიებას დაესწრებიან იაპონიის ელჩი იმამურა აკირა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები, პარლამენტის წევრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გამოფენა დღეს 18 მაისს 12:00 საათზე გაიხსნება და მუზეუმში 1 თვის განმავლობაში დარჩება.

გამოფენა იაპონიის საელჩოსა და ეროვნული მუზეუმის ინიციატივით მოეწყო.





| Print |
FaceBook Twitter Google