კულტურა
დღეს ნატოობა
14 ივნისი ნატოობაა. დღეს მუნჯი კინოს ლეგენდის, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 117, ხოლო გარდაცვალებიდან 68 წელი გავიდა.

ამ თარიღის აღსანიშნავად, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით, მოეწყობა ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ღონისძიება ღია ცის ქვეშ, სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნატო ვაჩნაძე /