კულტურა
ლეილა ლეგაშვილის შემოქმედებითი საღამო სიღნაღში
ქალაქ სიღნაღის თეატრში კომპოზიტორის, პოეტის, მომღერლის, ლეილა ლეგაშვილის შემოქმედებითი საღამო და პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

ის მეგობრებთან ერთად მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმდედებით წარსდგა.

კონცერტის პირველი ნაწილი ფოლკლორს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილში ლირიული ნომრები იყო წარმოდგენილი.
სხვა შემსრულებლებთან ერთად, კონცერტში სიღნაღის მუნიციპალიტეტის პროფესიული ანსამბლი „ლაშქრული“ იღებდა მონაწილეობას, მათ მაყურებელს ეროვნული ცეკვები წარუდგინეს.

ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და ვიცე მერი, მადონა ბატიაშვილი ესწრებოდნენ. საღამოს საპატიო სტუმრების რანგში ეწვივნენ მუსიკოსი და ფოლკლორისტი გიორგი ბაღაშვილი, მსახიობი და პაროდისტი მერებ გეგეჩკორი, ასევე, „სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირის“ ბენეფიციარები.

საღამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით ჩატარდა.
| Print |
FaceBook Twitter Google