კულტურა
ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" მესამე და მეოთხე ტური გაიმართა
ცნობილია ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" ფინალისტი გუნდები. თამაშში მონაწილეობას იღებდა 11 გუნდი, მათგან ფინალში გადავიდა - 6.

აღსანიშნავია, რომ მესამე ტურში ყველაზე მეტი, 9 ქულა აიღო მელაანის საჯარო სკოლის გუნდმა "ევრიკა".

XVII სასკოლო სერიის III ტურში ინდივიდუალური შეკითხვა გამოიცნო ორმა მოაზროვნემ:
გეგა ფრიდონიშვილი - მელაანის გუნდი "ევრიკა"
თორნიკე მარკოზაშვილი - IV საჯარო სკოლის გუნდი "1121"

მეოთხე ტურის ლიდერი იყო გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდი "შემოსწრებულები", რომელმაც ჯამში 9 ქულა აიღო.

საერთო, 4 ტურის შედეგები კი ასეთია:

1.მელაანის საჯარო სკოლის გუნდი "ევრიკა"-28 ქულა
2.გურჯაანის I საჯარო სკოლის გუნდი "სამეფო კარის ლავაშები"-25 ქულა
3.ველისციხის საჯარო სკოლის გუნდი- "კენწერო"-22 ქულა
4.გურჯაანის II საჯარო სკოლის გუნდი "შემოსწრებულები"-21 ქულა
5.გურჯაანისIV საჯარო სკოლის გუნდი "1121"-19 ქულა
6.არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი "A priori"-19 ქულა
7.ახაშნის საჯარო სკოლის გუნდი- "წიგნ-მენი"-18 ქულა
8.ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი- "Brainstormers"-11 ქულა
9.ვაზისუბნის საჯარო სკოლის გუნდი- "Hierro"-11 ქულა
10.ვეჯინის საჯარო სკოლის გუნდი- "ინტელექტი"-8 ქულა
11.ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის გუნდი "კატმანდუ"-5 ქულა

ფინალში პირველ 6 ადგილზე გასული გუნდები ითამაშებენ, სადაც მათ გაბათილებული ქულებით მოუწევთ 30 შეკითხვაზე პასუხის გაცემა.

| Print |
FaceBook Twitter Google