კულტურა
ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" გამარჯვებული გურჯაანის მეორე საჯარო სკოლა გახდა
დღეს გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის - "რა? სად? როდის?" XVII სასკოლო სერიის ფინალი გაიმართა. ფინალში მუნიციპალიტეტის 6 სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ თამაშში გუნდებმა შემდეგი ქულები დააგროვეს.

მელაანის საჯარო სკოლის გუნდი "ევრიკა"-11 ქულა
გურჯაანის I საჯარო სკოლის გუნდი "სამეფო კარის ლავაშები"-11 ქულა
ველისციხის საჯარო სკოლის გუნდი- "კენწერო"-10 ქულა
გურჯაანის II საჯარო სკოლის გუნდი "შემოსწრებულები"-16 ქულა
გურჯაანის IV საჯარო სკოლის გუნდი "1121"-4 ქულა
არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი "A priori"-11 ქულა


ფინალის ინდივიდუალური შეკითხვები, "საუკეთსო მოაზროვნეებისთვის" გამოიცნო სამმა მოაზროვნემ:

ორივე შეკითხვას პასუხი გასცა გეგა ფრიდონიშვილმა- მელაანის გუნდ "ევრიკას" წევრმა.
თითო-თითო შეკითხვას უპასუხეს საბა ჭელიძემ- არაშენდის გუნდ "აპრიორიდან" და გიორგი კუპრაშვილმა- პირველი საჯარო სკოლის გუნდ "სამეფო კარის ლავაშებიდან".

საბოლოო შედეგები კი ასეთია:

I ადგილი დაიკავა-ქ. გურჯაანის მეორე საჯარო სკოლის გუნდმა "შემოსწრებულები"
II ადგილზე გავიდა მელაანის საჯარო სკოლის გუნდი "ევრიკა"
III ადგილი კი, წინა 4 ტურის შედეგების გათვალისწინებით, დაიკავა გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა "სამეფო კარის ლავაშები".


"შედეგი ზუსტად ისეთია, როგორი მოლოდინიც გვქონდა. საკმაოდ სასიამოვნო თამაში იყო და უდიდესი გამოცდილებაც მივიღეთ,"- ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გამარჯვებული გუნდის კაპიტანი ელენა მინდორაშვილი.




საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა მეორე ადგილზე გასული გუნდის "ევრიკას" კაპიტანი, გეგა ფრიდონიშვილი.
“რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. ნამდვილად საპატიო ტიტულია საუკეთესო მოაზროვნეობა და არაჩვეულებრივი შეგრძნებაცაა. მინდოდა და ველოდი გუნდის გამარჯვებასაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე ვერ მოხერხდა. ამასთან, საუკეთესო მოაზროვნის ტიტულისათვის ბრძოლაც საკმაოდ დაძაბული იყო. ველოდი კონკურენტულ, რთულ ფინალს და ასეც გამოვიდა,”- გვეუბნება გეგა ფრიდონიშვილი.

პირველ ადგილზე გასული გუნდის მთავარი პრიზი, ტრადიციულად "ბროლის ბუა", ასევე თითოეულ წევრს გადაეცა სერტიფიკატი, პლანშეტი და პატარა ზომის ბუ.
მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრებმა საჩუქრად მიიღეს წიგნები და სერტიფიკატები.



ინტელექტუალური თამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. თამაშის რედაქტორი და წამყვანი, ტრადიციულად, პაატა ჩახვაშვილი იყო.
| Print |
FaceBook Twitter Google