კულტურა
გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორად ზურაბ ხუროშვილი დაინიშნა
გურჯაანის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციაზე ზურაბ ხუროშვილი დაინიშნა.
ის უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა. ხუროშვილი მანამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გახლდათ.

რაც შეეხება ვალერი შოშიაშვილს, კულტურის ცენტრის უკვე ყოფილ დირექტორს, ის ააიპ "ვიზიტ კახეთის"  ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა.
| Print |
FaceBook Twitter Google