კულტურა
9 ივნისს "გარეჯობა - 2022" გაიმართება
9 ივნისს, 12 საათზე სოფელ უდაბნოსთან, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, საერო და რელიგიური დღესასწაული „გარეჯობა - 2022“ გაიმართება.
საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერიის ორგანიზებით აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს აღადგინეს, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება:

-საგამოფენო სივრცეები;
-საკონცერტო ნომრები სხვადასხვა შემსრულებლებით;
-ჭიდაობა;
-დოღი;
-ეთნო კუთხეები;
-ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია;

მერიის ინფორმაციით, საგარეჯოს ცენტრალური მოედნიდან, დავით გარეჯის მიმართულებით იმოძრავებს მიკროავტობუსები.

| Print |
FaceBook Twitter Google