კულტურა
ნატოობის დღესასწაულთან დაკავშირებით მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ინიციატივით, 14 ივნისს, ნატოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.


წელს, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 118 წელი გავიდა, ხოლო გარდაცვალებიდან - 69. ამ თარიღთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები.


„ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მსურველისთვის მუზეუმში შესვლა იქნება უფასო, მოეწყობა დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება. რფასაკვირველია, მთელი დღის განმავლობაში ველოდებით სტუმრებს,“- ამბობს speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ეკა ბეროშვილი.

12:00 სთ-ზე მოეწყობა ფილმ ,,ქაჯანას" ჩვენება, 14:00 სთ-ზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ნატო ვაჩნაძის ცხოვრებაზე, ხოლო 16:00 საათზე იგეგმება მსახიობზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის , ზურაბ ყიფშიძის მონაწილეობით.

შეგახსენებთ, რომ 14 ივნისი, მუნჯი კინოს ლეგენდის, ნატო ვაჩნაძის დაბადებისა და გარდაცვალების დღეა.
| Print |
FaceBook Twitter Google