კულტურა
გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 30 000-ზე მეტ ტურისტს უმასპინძლებს
საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022“ წელს ფიროსმანსა და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნება. გურჯაანში ღვინის ფესტივალი 2017 წლიდან უკვე მეოთხედ ტარდება.

ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ წელს ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და სიძველის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს. წლევანდელი ფესტივალის სტუმრებს სპეციალურად შექმნილი კულინარიული სივრცეც დახვდებათ.

აღსანიშნავია, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს 30 000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს ელოდება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის ინიცირებითა და პატრონაჟით.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველ მეღვინეებს, მეწარმეებს, შეფებს, კონდიტერებსა და სხვა მსურველებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
შეგახსენებთ, რომ წელს ღვინის ფესტივალი ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდება, რადგან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო ფესტივალის ჩატარება ვერ მოხერხდა.
| Print |
FaceBook Twitter Google