კულტურა
„წინანდლის ფესტივალი 2022“ 2 სექტემბერს გაიხსნება
წელს წინანდლის ფესტივალი, მეოთხე სეზონით, 2 სექტემბერს, პარასკევს, პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად გაიხსნება. წლევანდელი ფესტივალის ყოველი დღის ბოლოს, კომპანია სილქნეტის ორგანიზებით, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსების საღამოები გაიმართება.

ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, წინანდლის ფესტივალი ავრცელებს.

ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ამ ბმულზე შეუძლიათ.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკოსების საღამოთა განრიგი შემდეგია:

  • 2/3 სექტემბერი - ლიზა კერესელიძე & ლუკა თოფურია
  • 4/5 სექტემბერი - პაპუნა შარიქაძე & სოფო ბათილაშვილი
  • 6 სექტემბერი - სუხიშვილების პერფორმანსი
  • 8/9 სექტემბერი - სანდრო ნებიერიძე & ლიზა რამიშვილი
  • 10/11 სექტემბერი - გიორგი გიგაშვილი & კატო კვარაცხელია

აღნიშნული საღამოები სასტუმრო რედისონ ქოლექშენის მთავარ მოედანზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება ყველა სტუმრისთვის, რომელთაც შეძენილი ექნებათ ფესტივალის ბილეთი ან სასტუმროს ნაკრები.

სასტუმროს ნაკრების შესაძენად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სასტუმრო რედისონ ქოლექშენს ფეისბუქ-გვერდზე.
საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას.

| Print |
FaceBook Twitter Google