კულტურა
სიღნაღის ეროვნული მუზეუმი „ახალი ბარბიზონის“ გამოფენას უმასპინძლებს
ებრაელ მხატვართა ჯგუფური გაერთიანება „ახალი ბარბიზონი“ სიღნაღში წარადგენს გამოფენას „ინდივიდუალურად კოლექტიური“, რომელსაც სიღნაღის ეროვნული მუზეუმი 3 ოქტომბერს გახსნის.


სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოფენაზე წარგდენილი ექსპოზიციები თანამედროვე ისრაელის ხელოვნებას ასახავს.

„ურბანული პლენერი და სოციალური ცხოვრების აღწერა „ახალი ბარბიზონის“ არტისტების მთავარი მახასიათებელია. ამიტომ გამოფენისთვის საქართველოს ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპოზიციის მიზანიც ესაა – საქართველოსა და ქართველ ვიზიტორებს გააცნოს ისრაელის გამორჩეული და უნიკალური თანამედროვე კულტურა“- აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, ახალი საგამოფენო სივრცე 14:00 საათზე გაიხსნება.



| Print |
FaceBook Twitter Google