კულტურა
სოფელ კარდანახზე წიგნი გამოიცა
სოფელ კარდანახის შესახებ გამოიცა წიგნი სახელწოდებით ,,კარდანახი".

წიგნის გამოცემის ინიციატორები და ფინანსური მხარდამჭერები სოფელ კარდანახში მდებარე სასტუმრო „ამპელო“-ს მფლობელები გურამ, მალხაზ და მამუკა მახოშვილები არიან.

„ნაშრომი შეიცავს როგორც ტექსტობრივ, ისე გრაფიკულ მასალას და მკითხველს მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის კარდანახის სოფლის ისტორიისა და ცნობილი პიროვნებების შესახებ, რომლთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს მიღმა,“-აცხადებენ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში.

ცნობისთვის, წიგნის ავტორი არის პროფესორი ელდარ ნადირაძე, ხოლო თანაავტორი გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმის მენეჯერი, შოთა უტიაშვილი.

| Print |
FaceBook Twitter Google