კულტურა
გურჯაანის სამოყვარულო თეატრალური სტუდია ბათუმის ფესტივალიდან წარმატებებით დაბრუნდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული სამოყვარულო თეატრალური სტუდია, ბათუმის „ახალგაზრდობის ხელოვნებისა და მეგობრობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან“ წარმატებით დაბრუნდა.


ფესტივალზე გურჯაანის დასი წარდგა სპექტაკლით "9 მთის გადაღმა".

„მაყურებლის წინაშე წარვსდექით ქართული ხალხური ზღაპრების მოტივებზე შექმნილი სპექტაკლით „ცხრა მთის გადაღმა“. დებიუტანტებთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობდნენ სცენის მოყვარული გამოცდილი მსახიობებიც. გავიმარჯვეთ ცხრა ნომინავიაში და გადმოგვეცა მოწვევა თურქეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. დასი წარმატებით წარსდგა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე, ჩემი მსახიობების შესრულებით ძალიან კმაყოფილი ვარ,“- აღნიშნა რეჟისორმა დავით ნაცვალაშვილმა.


დებიუტანტი და გამოცდილი მსახიობები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

დასმა გამარჯვება მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო სცენარი- დავით ნაცვალაშვილი;
საუკეთესო განათება-გახმოვანება - სერგი შახნაზაროვი;
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი - დავით ჭედია;
საუკეთესო როლის ყველაზე პატარა შემსრულებელი - ლილე შახნაზაროვი;
ქალის საუკეთესო მეორეხარიხსოვანი როლის შემსრულებელი - იზა ლაზაშვილი;
საუკეთესო დებიუტანტი - კესო ხიზანიშვილი;
მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება - სერგი მირიანაშვილი და დავით მანიჟაშვილი;
ორი განსახვავებული როლის სახასიათო შესრულებისთვის თამარ ხიზანიშვილი დაჯილდოვდა;

ცნობისთვის, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: სამხატვრო კავშირის წევრი, მეცნიერება „ფაზისის“ აკადემიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, ირაკლი კალანდარიშვილი, მსახიობი ზურაბ ცინცქალაძე და აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ მესხიძე.


შეგახსენებთ, რომ სპექტაკლის „ცხრა მთის გადაღმა“-ს პრემიერა  გურჯაანის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში, 15 ივლისს გაიმართა.

წარმოდგენა გათვლილია მოზარდ მაყურებელზე და მოგვითხრობს დაძმურ, დედმამიშვილურ სიყვარულზე, მეგობრობასა და ურთიერთ თანადგომაზე.

 

| Print |
FaceBook Twitter Google