კულტურა
მირზაანში ფიროსმანობა გაიმართება
ხვალ, 12 ნოემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ეზოში, ფიროსმანობა გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, ადგილზე წარმოდგენილი იქნება: საბავშო გასართობი სივრცე, ინდივიდუალური კვების ობიექტები, გრილსა და მაყალზე მომზადებული კერძები, ჩურჩხელის მასტერკლასი და სხვა.
უფრო კონკრეტულად კი, თუ გაინტერესებთ რა სანახაობა გელით ხვალინდელ ფესტივალზე, გაეცანით ღონისძიებების განრიგს.


12:00-18:00- ფიროსმანის საგამოფენო სივრცე, გაცოცხლებული პერსონაჟები.

13:00-17:00- ადგილობრივი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ხატვის ვორქშოპი

14:00-15:00-ადგილობრივი თეატრალური სტუდია "ბერიკონი"

13:00-17:00-საბავშო გასართობი სადგურები:სახის თემატური მოხატვა, თაბაშირის ფიგურების შეღებვა, ქვევრის გოლფი, ოჩოფეხა კინტოები.

14:00-15:00-თიხაზე მუშაობის შესწავლა:ნაკეთობების შექმნა, თიხის ჭურჭლის მოხატვა.

15:00-16:00-კინო სივრცე

15:00-16:00-საუბრები ხელოვნებაზე

13:00-17:00-ინდივიდუალური კვების ობიექტები,გრილსა და მაყალზე მომზადებული კერძები.

13:00-17:00-პურის ცხობა, კახური ნაზუქი, თათარას ხარშვის და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი.

13:00-17:00-ქართული ღვინის სივრცე-გამოფენა, გაყიდვა, დეგუსტაცია. 12:00-17:00დეკოორატიული ნიკალას სუფრა.

12:00-17:00-ფიროსმანის პერსონაჟები, მსახიობები და მიზანსცენები.

14:00-15:00-შეფ დიტრიხას კულინარიული მასტერკლასი

13:00-17:00-ანსამბლი "რანინა", ქართული ჰანგები გიტარის თანხლებით.

17:00-18:00-კონცერტი ჯგუფი "ბანი"


| Print |
FaceBook Twitter Google