კულტურა
გურჯაანის კულტურის ცენტრში მანსანკანის ფინალი გაიმართება
გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალური ტური 9 ნოემბერს 15:00 სთ-ზე, გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრში გაიმართება, სადაც ერთმანეთს 6 სკოლის გუნდი დაუპირისპირდება.
ორგანიზატორების თქმით, დასწრება თავისუფალია.

ფინალში მონაწილეობენ:
• გურჯაანის #1 საჯარო სკოლა - „პიკი“
• გურჯაანის #2 საჯარო სკოლა - „უნივერსალი“
• გურჯაანის #4 საჯარო სკოლა - „წიოკი“
• ველისციხის საჯარო სკოლა - „ანტიკვარი კახელები“
• ბაკურციხის საჯარო სკოლა- „ადრენალინი“
• მუკუზანის საჯარო სკოლა - „სი ჩერტო“


აღსანიშნავია, რომ მხიარულთა და საზრიანთა კლუბები ხუთი წლის წინ შეიქმნა და სასკოლო ჩემპიონატი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება.



| Print |
FaceBook Twitter Google