გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ინფორმაციით, კულტურის
ცენტრთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა სამოყვარულო თეატრ-სტუდია
მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.
მათივე თქმით, სტუდიაში ბავშვები 10-დან 14 წლის ჩათვლით დაიშვებიან
და დაეუფლებიან მსახიობის ოსტატობას, სასცენო მეტყველებას და
უნარ-ჩვევებს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სწავლას სრულიად უფასოდ შეძლებენ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ რეჟისორ
დავით ნაცვალაშვილს: 595- 40-80-13, 593-26-71-86.
ცნობისთვის, მოსწავლეთა მიღება 7 თებერვალს 16:00 სთ-ზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები