კულტურა
საგარეჯოში ლიტერატურული კონკურსი „ნატვრის ხე“ იწყება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ლიტერატურული კონკურსს - „ნატვრის ხე“.
როგორც ცნობილია, კონკურსი დაარსდა 2015 წელს, „გოგლაობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

მათივე ცობით, კონკურსის მიზანია შეფასდეს ლიტერატურული პროცესები, გამოვლინდნენ საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრების ავტორები და შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები.
ლიტერატურული პრემია „ნატვრის ხე“ გაიცემა შემდეგ ნომინაციაში: წლის საუკეთესო ლექსი, ნოველა და მოთხრობა.

მერიის განმარტებით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს და გამარჯვებულის გამოსავლენად ახალგაზრდების ნამუშევრები გადაეცემა მწერალთა კავშირს. გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
I ადგილი - 500 (ხუთასი) ლარი
II ადგილი - 300 (სამასი) ლარი
III ადგილი - 200 (ორასი) ლარი

ცნობისთვის, მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გააგზავნონ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ელ.ფოსტაზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it მიმდინარე წლის 15 მაისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:
ქეთევან ხაბაზიშვილი - 577605902
ირაკლი თულაშვილი - 593304604
ნინო მეზვრიშვილი - 595093225
ნინო ესაიაშვილი - 577202940

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საგარეჯო /