კულტურა
თელავში „შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი“ გაიხსნა
თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში „შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი“ გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს ფესტივალს საქართველოდან 400-მდე მონაწილე ეყოლება.

„შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი-ფესტივალი“ 2016 წელს დაარსდა. წელს ფესტივალს საქართველოდან 400-მდე მონაწილე ეყოლება, 12 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას თურქეთიდან, კანადიდან და აშშ-დან.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი მოადგილესთან ფიქრია ყუშიტაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან მამუკა ბურდიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.“ - ამბობენ მერიაში.

გალა კონცერტში მონაწილეობდნენ ვიქტორია სირაძე-დავითაშვილი, ლელა ონიანი, ომარ ბურდული, ია ქარდავა, თელავისა და რუსთავის მუსიკალური სასწავლებლების გუნდები, თბილისის 29-ე სკოლის ქართული ხალხური საკრავების ანსამბლი, ლიანა კალმახელიძე, გოგა შავერდაშვილი, გოგი ჩლაიძე და ბადრი ქუთათელაძე.



| Print |
FaceBook Twitter Google