კულტურა
გურჯაანში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში საოპერო მუსიკის საღამო გაიმართება სახელწოდებით "ოპერა შენს ქალაქში".
როგორც ცნობილია, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები და ახალგაზრდა მომღერლები: სულხან გველესიანი, თეა დემურიშვილი, გოჩა დათუსანი, თამაზ საგინაძე, თამარ ლებანიძე, გიორგი მჭედლიშვილი, ნინო ჩიქოვანი, გიორგი მოციქულაშვილი,ლინა წიკლაური, ბექა გოგინაშვილი, გიორგი ბეროშვილი.

ასევე თეატრის წამყვანი კონცერტმაისტერები:
ირინა აივაზოვა და მაია რეხვიაშვილი.

ცნობისთვის, პროექტის ხელმძღანელია ვანო გალუაშვილი. დასწრება თავისუფალია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოპერა /