კულტურა
სოფელ ვაჩნაძიანში აგურით ნაშენი ნაგებობა აღმოაჩინეს
სოფელ ვაჩნაძიანში მიწის სამუშაოების დროს 2 მეტრის სიღრმეზე, აგურით ნაშენი ნაგებობა აღმოაჩინეს.
როგორც, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შესაძლოა, საქმე გვქონდეს რამდენიმე საუკუნის კერამიკის გამოსაწვავ ქურასთან.

„მიწის სამუშაოების დროს 2 მეტრის სიღრმეზე,აგურით ნაშენი ნაგებობა აღმოჩნდა, რომელსაც სპეციალისტები გამოიკვლევენ.

შესაძლოა, საქმე გვქონდეს რამდენიმე საუკუნის კერამიკის გამოსაწვავ ქურასთან. აღმოჩენის ადგილი დღეს მოვინახულე, გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.ხვალ ველოდებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩამობრძანებას .“-წერს თამაზ მარკოზაშვილი.


| Print |
FaceBook Twitter Google