კულტურა
8 ივლისს შუამთის ფესტივალი გაიმართება
შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო ზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით 8 ივლისს ფესტივალი გაიმართება.
ღონისძიება კომპანია „ბადაგონისა“ და „USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ ორგანიზებით გაიმართება.

„გიწვევთ შუამთის ფესტივალზე 8 ივლისს 13:00-იდან. შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო ზონის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით კომპანია “ბადაგონისა” და „USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ მიერ დაგეგმილ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დაგხვდებათ კარგი მუსიკა და ბევრი გართობა:

-სამაგიდო და სათავგადასავლო თამაშები დიდებისთვის;
-სხვადასხვა საბავშვო აქტივობები - შეჯიბრებები, ხატვის მასტერკლასები;
-ადგილობრივ მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა;
-შემეცნებითი გასვლა ტყეში ორგანიზაცია "გარე-მარესთან" ერთად;
-სპორტული აქტივობები;
-უგემრიელესი BBQ კერძები;
-შესაძლებლობა, დააგემოვნოთ ბადაგონის ღვინოები და სხვადასხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი.

18:00 საათიდან კი გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ელექტრონული მუსიკის ცნობილი ქართველი არტისტები.

ერთად შევქმნათ შუამთის ფესტივალი!
დასწრება უფასოა.

დაგვიკავშირდით: +995 591 158 800,“ - ვკითხულობთ განცადებაში.





| Print |
FaceBook Twitter Google