კულტურა
ლაგოდეხში ბლუზის ფესტივალი გაიმართება
15, 22 და 29 ივლისს ლაგოდეხში, ნაკრძალის მიმდებარედ, აკაციის ტყეში საერთაშორისო ბლუზის ფესტივალი ჩატარდება, რომელიც სამ განსაკუთრებულ დღეს გთავაზობთ.
როგორც ცნობილია, ფესტივალს გაუძღვებიან: მემარცხენე ბლუზ გიტარისტი კარლოს ჯონსონი, ფესტივალის რეზიდენტი, ბლუზის დივა, ლეგენდარული შერონ ლუისი, ულტრათანამედროვე ბლუზ მუსიკის ფუძემდებელი ისი სკოტი და ბოლოს ჯაზის და ბლუზის ლეგენდა, მაია ბარათაშვილი.

„ეს იყო ჩვენი ოცნება. 2017 წლიდან გავბედეთ და გამოგვივიდა. უკვე 7 წელია ვაკეთებთ ამ პროექტს. წელს კი ბევრი სიურპრიზები გვაქვს როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე პროგრამაში. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი დღე.“-ამბობს ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი ვიქტორ კერვალიშვილი.

ცნობისთვის, ბლუზის გრანდიოზულ ფესტივალს Blues Village.ge ბლუზ ვილიჯი უმასპინძლებს და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე.




| Print |
FaceBook Twitter Google