კულტურა
სოფელ ხადორში ,,ხადორობა 2023” გაიმართება
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 29 ივლისს სოფელ ხადორში ,,ხადორობა 2023” გაიმართება.
ღონისძიების პროგრამა ასეთია:
• 10:00 -12:00 წირვა სოფელ ხადორის ეკლესიაში, რომელსაც აღავლენს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი.
• 12:00-13:00 ჯვრისწერის ცერემონია.
• 13:00-14:00 ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა.


| Print |
FaceBook Twitter Google