კულტურა
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის რეგისტრაცია 20 სექტემბრამდეა შესაძლებელი
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე და შეავსოთ შესაბამისი ველები.

ღვინის ფესტივალი გურჯაანში წელს უკვე მეხუთედ გაიმართება. ღონისძიება 14 ოქტომბერს კვლავაც ახტალის პარკში ჩატარდება. 

ორგანიზატორების თქმით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა გახლავთ, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023 ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.
| Print |
FaceBook Twitter Google