კულტურა
გურჯაანის ღვინის ფესტივალის ტენდერი ჩავარდა
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023“-ის ჩასატარებლად მუნიციპალური კულტურის ცენტრმა ტენდერი 146 857 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღების ვადა 11 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა, მონაწილეობა არავის მიუღია. ტენდერი ჩავარდა.

ამის შემდეგ, კულტურის ცენტრმა თანხა 53 943 ლარით გაზარდა და ტენდერი 200 800 ლარზე 12 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა. წინადადებების მიღება 22-ში დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023 ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ხორციელდება საქართველოს პარლამენტის წევრის - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

ფესტივალის მიზანია, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი საზოგადოებისთვის.

ცნობისთვის ღვინის ფესტივალი გურჯაანში წელს უკვე მეხუთედ ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google