კულტურა
ღვინის ფესტივალის განრიგი ცნობილია
მეღვინეობის ქალაქში, ღვინის ფესტივალი 14 ოქტომბერს უკვე მეხუთედ გაიმართება.
ღვინის ფესტივალზე ახტალის პარკში ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება შესაბამისი სივრცე. წარმოდგენილი იქნება ბავშვთა გასართობი პროგრამა, კახური მასტერკლასები, აგრობაზარი, ღვინის ბარი, მეღვინეობის, მეწარმეობის, გასრონომიული და სხვა საგამოფენო სივრცეები.

საფესტივალო ღონისძიებები მოწვეული სტუმრებისთვის 14:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე დამთავრდება.

ფესტივალის სრული პროგრამა ასეთია:

14:00-14:30 ფესტივალის გახსნა და თეატრალიზებული მსვლელობა

14:00-19:00 აგრო ბაზარი
  • ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა
  • კახური ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა
  • სტილიზებული წარმოდგენა

14:00-18:00 საგამოფენო სივრცე
  • საქპატენტის ექსპოზიცია მეღვინეობისა და ადგილწარმოშობის ღვინოების შესახებ
  • GITA-ს ინოვაციური კუთხე
  • გურჯაანის ღვინის ბიბლიოთეკის ექსპოზიცია
  • საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“-ს მიერ შექმნილი მეღვინეობა-მევენახეობის ექსპერიმენტული სივრცე
14:00-18:00 ბავშვთა გასართობი პროგრამა
14:00-14:30მუსიკალური პროგრამა: თამცი რუაძე და „ბავშვთა კვარტეტი“ - მარიამ არევაძე, თამარ ოდლომიშვილი, თიკა ვარდიაშვილი, მართა ხატიაშვილი
14:30-15:00 თოჯინების თეატრი
15:00-17:30 ბავშვთა გასართობი აქტივობები
17:30-18:00 მუსიკალური პროგრამა: Leko’s Studio
14:00-22:00 ღვინის ბარი
  • ღვინის კოქტეილების გაყიდვა
  • თავშესაქცევი სივრცე
14:00-22:00 ახალგაზრდული სივრცე
  • RedBull Corner
15:00-20:00 DJ ზუკა ყიფიანი
16:00-19:00 გასართობი აქტივობები
20:00-22:00 მუსიკალური პროგრამა: Bedford Falls
14:00-20:00 კახური მასტერკლასები
  • თათარობა და ჩურჩხელების ამოვლება
  • თონეში კახური პურისა და ნაზუქების ცხობა
14:00-20:00 მეღვინეობის სივრცე
  • მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა
  • გამოფენა-გაყიდვა და ღვინის დეგუსტაცია
  • საწნახელში ყურძნის დაწურვა
14:00-14:30 მისალმება
მუსიკალური პროგრამა:
14:30-15:00 ბავშვთა ფოლკლორული ანსაბმლი „გურჯაანი“, თინათინ ბასოშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ფოლკლორული ანსამბლები „გურჯაანი“ და „ხარება“;
15:30-16:30 ნათია ქოროღლიშვილი, „ქართული ხმები“;
16:30-18:00 ბენდი „Non Stop“;
18:00-20:00 ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო ნიკოლაძის ჯემსესია და შერეკილები;
14:00-20:00 მეწარმეების სივრცე
  • მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემა
  • ხელნაკეთი ნივთებისა და ღვინოების გამოფენა-გაყიდვა
  • ევროინტეგრაციის მხარდამჭერი კამპანია #ახლა სტენდი
მუსიკალური გაფორმება: ფოლკლორული ანსამბლები

14:00-22:00 გასტრონომიული სივრცე
  • მწვადები და კახური სამზარეულო
  • საქართველოს რეგიონების სამზარეულო

გურჯაანის ღვინის ფესტივალის ოფიციალური პარტნიორები არიან IWSC და „ჯეპრა“, ხოლო ტრადიციული მასპინძელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023-ის სპონსორები და მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, m², გურჯაანის ნაყინი, საქპატენტი, GITA, USAID, LEPERT, RedBull, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

შეგახსენებთ, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023“-ის ჩასატარებლად მუნიციპალური კულტურის ცენტრმა ტენდერი 146 857 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღების ვადა 11 სექტემბერს ამოიწურა, თუმცა, მონაწილეობა არავის მიუღია. ტენდერი ჩავარდა.

ამის შემდეგ, კულტურის ცენტრმა თანხა 53 943 ლარით გაზარდა და ტენდერი 200 800 ლარზე 12 სექტემბერს ხელახლა გამოაცხადა. წინადადებების მიღება 22-ში დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება.

ცნობისთვის, ღვინის დღეები 7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს 23 ქალაქს მოიცავს.

7 ოქტომბერი - ბათუმი, გორი, თბილისი, თელავი, ქუთაისი
8 ოქტომბერი - მარნეული, მცხეთა, ყვარელი, ჩოხატაური
9 ოქტომბერი - ახმეტა, თერჯოლა
10 ოქტომბერი - ახალციხე, დედოფლისწყარო
11 ოქტომბერი - ოზურგეთი, სიღნაღი
12 ოქტომბერი - მარტვილი, საგარეჯო
13 ოქტომბერი - ბოლნისი, ლაგოდეხი
14 ოქტომბერი - ზესტაფონი, გურჯაანი
15 ოქტომბერი - ბაღდათი, ზუგდიდი













| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,
გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით,
ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო
ჯავახიშვილი ეწვია.
დღეს, 2 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკის საბავშვო განყოფილებას ქართველი მწერალი და პოეტი კატო ჯავახიშვილი ეწვია.
13:59 / 02.04.2024
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა
სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში ფოტოგამოფენა "იაპონიის ატომური დაბომბვა"გაიხსნა. ფოტოების კოლექცია ასახავს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიაში ატომური დაბომბვის შედეგებს.
16:37 / 27.02.2024
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები
გაიმართება.
31 დეკემბერს, ქალაქ გურჯაანში, გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
17:09 / 27.12.2023
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ
კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის
განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
საახალწლო დღეებში, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. რას სთავაზობენ კახეთის მუნიციცაპალიტეტების მოსახლეობას აღნიშნული პერიოდის განმავლობაში - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.
12:27 / 19.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.