კულტურა
რა ღონისძიებები გელით გურჯაანის ღვინის ფესტივალზე დღეს?
დღეს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. ახტალის პარკში ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება შესაბამისი სივრცე.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, წარმოდგენილი იქნება ბავშვთა გასართობი პროგრამა, კახური მასტერკლასები, აგრობაზარი, ღვინის ბარი, მეღვინეობის, მეწარმეობის, გასრონომიული და სხვა საგამოფენო სივრცეები.

საფესტივალო ღონისძიებები მოწვეული სტუმრებისთვის 14:00 საათზე დაიწყება და 22:00 საათზე დამთავრდება.

ღონისძიებათა განრიგი ასეთია:

14:00-14:30 თეატრალური მსვლელობა
14:00-20:00 მეღვინეების სივრცე, ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა
14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და კახური ნუგბარის გამოფენა-გაყიდვა
14:00-18:00 საგამოფენო სივრცე: „მეღვინეობა და ადგილწარმოშობის ღვინო“, „ღვინის ბიბლიოთეკა“
14:00-18:00 საბავშვო გასართობი პროგრამა და მუსიკალური გაფორმება „ბავშვთა კვარტეტი“ და „Leko’s Studio”
14:00-22:00 „ღვინის ბარი“ - ღვინის კოქტეილების დეგუსტაცია/გაყიდვა
14:00-20:00 კვების სივრცე: თათარას მომზადება, ჩურჩხელების ამოვლება, კახური პურისა და ნაზუქების ცხობა
14:00-22:00 ახალგაზრდული სივრცე, გასართობი აქტივობები
14:30 – 22:00 მუსიკალური გაფორმება და კონცერტი
მონაწილეები:
14:30-15:00 ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, თინათინ ბასოშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ფოლკლორული ანსამბლები „გურჯაანი“ და „ხარება“
15:00-22:00 DJ
15:30-16:30 ნათია ქოროღლიშვილი, „ქართული ხმები“
16:30-18:00 ბენდი „Non Stop“
18:00-20:00 ნოდარიკო ხუციშვილი, სანდრო ნიკოლაძის ჯემსესია და შერეკილები
20:00-22:00 Bedford Falls
| Print |
FaceBook Twitter Google