კულტურა
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2024 იწყება
დღეს „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ იწყება, რომელიც ქალაქ სიღნაღში წელს მეორედ ტარდება. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი შეიძინა და მასში 5 უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობს. ფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„2024 წელი გაცილებით მასშტაბური აღმოჩნდა ფესტივალისთვის, 13 მონაწილე თეატრიდან 5 უცხოურია.

სიღნაღში ჩამოდის თურქეთი, პოლონეთი, ემირატები, ესპანეთიდან ორი დასი, შესაბამისად კონკურსი გართულდა.

I, II, III ადგილების მოსაპოვებლად ჟიურიმ უნდა განიხილოს უცხოელებთან ერთად ქართული სამოყვარულო და სახალხო თეატრები. ესენია: „მოხეტიალე მთვარის თეატრი“, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს თეატრალური დასი, თეატრალური კომპანია „ლაბორატორია“, „არტ-დრონი“, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრთან არსებული დრამატული და თოჯინების თეატრი, მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრი, ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სახალხო თეატრი, “ - ამბობენ მერიაში.

მათივე ცნობით, გარდა სპექტაკლებისა, ჩატარდება მასტერკლასები მეტყველებაში, სამსახიობო ოსტატობაში, მონოლოგების წაკითხვის ტექნიკაში, სცენურ მოძრაობასა და თოჯინების თეატრის სპეციფიკაში.

ცნობისთვის, „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ გასულ წელს დაფუძნდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის, ინიციატივით. ფესტივალის მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო ან/და სახალხო თეატრების მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან ინტეგრაცია; სახელმწიფო თეატრების წახალისება სამოყვარულო ან/და სახალხო დასებთან კოპროდუქციების შექმნისათვის; ქ. სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებით ცენტრად ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა და თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler