კულტურა
ნანუკა ხუსკივაძე გურჯაანში სამსახიობო ხელოვნებაში მასტერკლასებს ჩაატარებს
დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელიც მსახიობი ნანუკა ხუსკივაძეა, გურჯაანში მასტერკლასებს ჩაატარებს სამსახიობო ხელოვნებაში. აღნიშნული პროექტი გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორის, ბექა სონღულაშვილის ინიციატივით ხორციელდება.
ახალგაზრდებთან პირველი შეხვედრა 20 ივნისს 15:00 საათზე შედგება. როგორც ნანუკა ხუსკივაძე speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, მასტერკალები 2 თვის განმავლობაში ჩატარდება.

„ეს იქნება ორთვიანი კურსი. 20 ივნისიდან 20 ივლისამდე და 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე. აგვისტო იქნება დასვენება. მასტერკლასი ჩატარდება სამსახიობო ხელოვნებაში. ამას მე სამსახიობო ხელოვნების საწყისებს ვეძახი.

ჩვენ ვეძებთ 14-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს. ვნახოთ რა ნაკადი მოვა, ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, რამდენი ადამიანი მოვა და როგორი ინტერესით. ძირითადი მიმართულება იქნება თეატრი, არის კინოს მიმართულებაც, მაგრამ უფრო თეორიული ნაწილი. ჯერ შეიძლება ითქვას, რომ ვტესტავთ რეგიონებს. უკვე ვიყავი სვანეთში, გორში, ყველგან სხვადასხვა სპეციფიკაა. ჩვენ ვტესტავთ ამ ურთიერთობას, რომელმაც შეიძლება მომავალში საკმაოდ სერიოზული სახე მიიღოს. გააჩნია ამას როგორ მიუდგებიან თვითონ ახალგაზრდები. როგორ დაძლევენ შემოთავაზებულ გაკვეთილებს და სავარჯიშოებს,“ - გვეუბნება ნანუკა ხუსკივაძე.

მისივე თქმით, თუკი რეგიონი გადაწყვეტს, რომ სამომავლოდ, თუნდაც სამოყვარულო დასი ჩამოაყალიბოს, დრამალაბის კურსგავლილებს ამის უნარი ნამდვილად ექნებათ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler