სპორტი
კარდენახელი სპარტაკ დოლენჯაშვილი ევროპის ჩემპიონია
22-23 ნოემბერს უკრაინის ქალაქ ლუცკში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც კარდენახელმა სპარტაკ დოლენჯაშვილმა ძალისმიერი სამჭიდის „წოლითი ჟიმი“-ს კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. „ორ სახეობაში მივიღე მონაწილეობა. 18-დან 19 წალამდე ასაკის კატეგორიაში ჟიმზე (გრიფის აწევა წოლით) 157 კილოგრამი წონა ავწიე და ოქროს მედალი მოვიპოვე, შედმეგ იგივე წონის აწევით აბსოლუტურში გავედი და მეორე ადგილი დავიკავე (ვერცხლის თავსი და მედალი). მეორე ჯერზე, სარეკორდოდ მივედი, სადაც 180 კილოგრამი წონა ავწიე, დავამყარე როკირდი და გავხდი ოსტატი“. ჩემპიონატზე ევროპის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საქართველოდან სულ 10-მა სპორტსმენმა იასპარეზა, რომელთაც ჯამში 13 ოქროს, 6 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. „თბილისიდან5 წარმომადგენელი ვიყავით, 5 სპორტსმენი ფოთიდან იყო, რომელთაც ასევე პირველი ადგილები მოიპოვეს ძალისმიერი სამჭიდის „წიაგას“(გრიფის ამოწევა წელამდე) კატეგორიაში. მთლიანობაში მე-2 გუნდურ ადილზე გავედით“. სპარტაკ დოლენჯაშვილი 10 თვეა რაც პროფესიონალურ დონეზე თბილისში 31-ე ქარხანასთან არსებულ დარბაზში ვარჯიშობს და უკვე მოიპოვა 4 ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი. მისი თქმით, რაიონში ყოფნისას საკუთარი ძალებით ვარჯიშობდა, ხოლო თბილისში გადასვლის შემდეგ გია ილურიძე ავარჯიშებს. რეკორდსმენი სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ 6 თვეში მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას აპირებს, რომლისთვისაც აქტიურად ემზადება. „იმ დროისთვის უკვე 20 წლის ვიქნები და შესაბამისად გადავდივარ 20-დან 23 წალამდე ასაკის კატეგორიაში. მეყოლება ბევრი ძლიერი კონკურენტი და იმედი მაქვს ვასახელებ საქართველოს“.
| Print |
FaceBook Twitter Google